ჩვენი ისტორია

ჩვენს შესახებ ჩვენი ისტორია ჩვენი ორგანიზაცია ჩამოყალიბდა 2015 წელს შრომის უსაფრთხოების პრაქტიკოსების მიერ, როდესაც ასოცირების ხელშეკრულება ეტაპობრივად იწყებდა ამოქმედებას გაწერილი გეგმის მიხედვით. როგორც პრაქტიკოსებს გაცნობიერებული გვაქვს, რომ ჩვენი პროფესია არის დაკავშირებული დასაქმებულების და სხვა პირების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენი სასწავლო კურსები მაქსიმალურად მორგებულია მსმენელზე, რომ მუშაობის დაწყებიდანვე სწრაფად ჩაერთონ შრომის უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბებაში და გახდნენ ეფექტურები დასაქმებულების და სხვა პირების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვაში. მაღალკვალიფიცური უსაფრთხოების სპეციალისტი უდრის ბევრ გადარჩენილ სიცოცხლეს.

0 +

Year Experience

პროფესიონალური გუნდი

პროფესიონალი გუნდი ჩვენ თავიდანვე დავისახეთ მიზნად: 1. შრომის უსაფრთხოების კულტურის ჩამოყალიბების ხელშეწყობა და 2. სახელმწიფოს მიერ გაცხადებული ევროპული სტანდარტების შესაბამისი სისტემის დანერგვა და ამისთვის საუკეთესო ტრენინგების ციკლი შევქმენით მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის. 2018 წელს მიღებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პირველი აკრედიტებული პროგრამის სწავლების კურსზე აქტიურად დავიწყეთ, პროგრამის ფარგლებში, მსმენელებისთვის დამატებით იმ ფუნდამენტური ნაწილის უფასოდ სწავლება, რაც ითვალისწინებს სახელმძღვანელო დოკუმენტაციის ჩამოყალიბებას, სტრუქტურირებას და ეტაპობრივ იმპლემენტაციას.

გაიგე მეტი არსებული მოთხოვნების შესახებ

შრომის უსაფრთხოების სისტემა კომპლექსურია და მისი მშენებლობისთვის უნდა გამოვარჩიოთ რამოდენიმე ეტაპი: პირველ რიგში უნდა განხორციელდეს სისტემის დოკუმენტირება, რასაც წინ უნდა უძღვოდეს კონმპანიის სპეციფიკის შესწავლა. შემდეგ ეტაპად ხორციელდება დოკუმენტირებული სისტემის დანერგვა. დოკუმენტირებისას უმთავრესი არის პოლიტიკის განსაზღვრა და შემდეგ ყველა დასაქმებულის, დასაქმებულთა წარმომადგენლის და სხვა პირების ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობების განაწილება. უნდა მოხდეს დოკუმენტირება კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე ყველა პროცესი, საჭირო უსაფრთხოების პროცედურები და განხორციელდეს სამუშაო გარემოსა და სამუშაო პროცესთან დაკავშირებული რისკების მართვა.

რისკების მართვა კი თავის მხრივ მოიცავს საფრთხეების იდენტიფიცირებას, რისკების შეფასებას და საკონტროლო პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრას. ეს ერთის მხრივ ძალიან მარტივად წარმოთქმული რისკების მართვის პროცესი საკმაო ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს იმისათვის რომ მართლა დავიცვათ ადამიანები და ბიზნესი ზიანისგან. კვალიფიციური კადრის ჩართვა უნმიშვნელოვანესია ეფექტიანობისთვის და შედეგად ეფექტური სისტემის მისაღწევად. თითოეული ჩვენი სპეციალისტი ამავდროულად არის საერთაშორისო და ქართული კანონმდებლობით სერტიფიცირებული ტრენერი და აუდიტორი. რომელთაც აქვთ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებში სხვადასხვა პროფილური მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

ჩვენი რეკომენდატორები

    ზაზა ცხოვრებაძე
    ზაზა ცხოვრებაძე

    შპს "თეზი"-ს გენერალური დირექტორი

    უსაფრთხოების აკადემიაის გუნდი გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით , პროდუქციის ხარისხითა და ეფექტური განხორციელების უნარით.

      გ. დიღმელაშვილი
      გ. დიღმელაშვილი

      შპს "თბილისი პარკი" გენერალური დირექტორი

      შპს "თბილისი პარკი"-ის (მთაწმინდის პარკი) ხელმძღვანელობა და კოლექტივის თითოეული წევრი გამოვხატავთ მადლიერებას თქვენდამი და თითოეული აკადემიის იმ თანამშრომლების მიმართ, ვინც პატივი დაგვდო და მაღლ დონეზე ჩაგვიტარა ტრენინგები

        მალხაზ ძაძუა
        მალხაზ ძაძუა

        შპს "კრისტალის" უჯფროსი აღმასრულებელი ოფიცერი

        უსაფრთხოების აკადემია ჩვენი მხირდანხასიათთდება როგორც პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი

          ნატალია ქურდიანი
          ნატალია ქურდიანი

          შპს "ერიქსონ საქართველოს" ადმინისტრაციის მენეჯრი

          შპს "უსაფრთხოების აკადემია"-ს თანამშრომლები არიანკვალიფიციური სპეციალისტები, ჩვენი კომპანია მათ უწევს კარგ რეკომენდაციას პოტენციურ კლინტებთან წარდგენის მიზნით