
სახანძრო უსაფრთხოება
კატეგორია:
ტრენინგები
ხანგრძლივობა: 4სთ
სახანძრო უსაფრთხოების წესების და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად რეგლამეტში აღნიშნული მოთხოვნების შესრულება “სავალდებულოა სახელმწიფო ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოების, ობიექტების, საწარმოების და ორგანიზაციებისთვის, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმისა” რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად “ობიექტის თანამშრომლები სამუშაოდ დაიშვებიან მხოლოდ სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლების შემდეგ”
“ტრენინგისას უნდა იყოს გათვალისწინებული ობიექტზე არსებული ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები, აღჭურვილობა და არსებული ინსტრუქტაჟები”.”ხანძარსაშიში წარმოების მქონე ობიექტის ყველა მუშაკს, აგრეთვე მასობრივი თავშეყრის (50 ადამიანზე მეტი) შენობებში მომუშავეებს, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების (სადაც ადამიანები იმყოფებიან ღამის საათებში) მუშაკებს უნდა შეეძლოთ ხანძრის დროს მოქმედებების და ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებების გამოყენების პრაქტიკული ჩვენება”.
ტრენინგის დროს ისწავლება შემდეგი საკითხები
ჩვენ გთავაზობთ შემდეგი სახის სახანძრო უსაფრთხოების ტრენინგებს:
1. საწყისი, 2. განმეორებითი, 3. მიზნობრივი.
1. საწყისი ხანძარსაწინააღმდეგო ტრენინგი უტარდება:
ა) სამსახურში ახლად მიღებულ ყველა თანამშრომელს, მიუხედავად განათლებისადა პროფესით (თანამდებობაზე) მუშაობის სტაჟისა;ბ) სეზონურ თანამშრომლებს;გ) ობიექტში მივლინებულ ყველა თანამშრომელს;დ) საწარმოო სწავლებაში მონაწილე ან პრაქტიკაზე მყოფ პირებს;ე) ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით სხვა კატეგორიის თანამშრომელს.ტრენინგის ხანგრძლივობა შეადგენს 4 საათს.
2. განმეორებითი ხანძარსაწინააღმდეგო ტრენინგი ტარდება:
რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად, განმეორებითი ხანძარსაწინააღმდეგო ტრენინგი უტარდება ყველა მუშაკს, კვალიფიკაციის, განათლების, სტაჟის და შესასრულებელი სამუშაოების ხასათის მიუხედავად, ობიექტის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული პერიოდულობით (განმეორებითი ტრენინგი რეკომენდირებულია ყოველ 6 თვეში, ვინაიდან მოთხოვნების შესაბამისად უნდა შემოწმდეს ევაკუაციის გზების გამოყენების ცოდნა. მოთხოვნა აზუსტებს რომ საევაკუაციო გეგმის გავარჯიშება უნდა მოხდეს ნახევარ წელიწადში ერთხელ).ასევე ტარდება შემდეგ შემთხვევებში:
ა) სახანძრო უსაფრთხოების ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის და ახალი დოკუმენტების შემუშავების შემთხვევაში;
ბ) საწარმოს ტექნოლოგიური პროცესის შეცვლისას, მოწყობილობის, ინსტრუმენტების, საწყისი ნედლეულის, მასალების შეცვლის ან მოდერნიზაციის დროს, აგრეთვე ობიექტის ხანძარსაწინააღმდეგო მდგომარეობაზე მოქმედი სხვა ფაქტორების ცვლილებების შემთხვევაში;
გ) ობიექტის მუშაკების მიერ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევისას, რომლებმაც გამოიწვიეს ან შეიძლება გამოიწვიონ ხანძარი;
დ) ანალოგიურ ობიექტებში ავარიების, ხანძრების შესახებ ცნობების მიღებისას;ე) ობიექტის მუშაკების მიერ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების არასათანადო ცოდნის შემთხვევაში.
ტრენინგის ხანგრძლივობა შეადგენს: 2 საათს.
3. მიზნობრივი ხანძარსაწინააღმდეგო ტრენინგი ტარდება:
ა) მომეტებულ ხანძარსაშიშროებასთან დაკავშირებული ერთჯერადი ხანძარსაში სამუშაოების ჩატარებისას;
ბ) ავარიების, სტიქიური უბედურებების და კატასტროფების შედეგების ლიკვიდაციისას;
გ) ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების ჩატარებისას ფეთქებადსაშიშ საწარმოებში;
დ) ობიექტში ექსკურსიების ჩატარებისას;
ე) მსმენელების მონაწილეობით მასობრივი ღონისძიებების ჩატარებისას;
ვ) ობიექტში ადამიანთა მასობრივი თავშეყრის (50 ადამიანზე მეტი) ღონისძიებების მომზადებისას.
ტრენინგის ხანგრძლივობა შეადგენს: 4 საათს.
ტრენინგის დოკუმენტირება:
კურსის დასრულებისას გაიცემა საბუთი დამსწრეების, სწალების მოდულების და ტესტების ჩაბარების ქულების მითითებით. დამკვეთის სურვილის შემთხვევაში მოხდება Safety Academia-ს სერთიფიკატის დაბეჭდვა თითოეულ მსმენელზე. ტრენინგის შემდეგ მოხდება კურსი დასრულების ჯგუფური ფოტოს გადაღება.
ტრენინგ-კურსის დროს გამოყოფილი ტრენერთა რაოდენობა: 1 ტრენერი