IMG_8500

სააბონენტო მომსახურება

კატეგორია:
სერვისები

რისკის შეფასების დოკუმენტის გაწერა ხორციელდება სამუშაო გარემოზე და ასევე ყველა სტანდარტულ და არასტანდარტულ სამუშაოებზე. საკანომდებლო მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამოვლენას და გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის ღონისძიებების განსაზღვრას. საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმის და უბედური შემთხვევების მოკვლევის გეგმის გაწერას ასევე გეგმის შესაბამისად  პერსონალის დატრნინგებას.

 

შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა არ უნდა მოხდეს ფასადურად ვინაიდან აღნიშნული თანხების ფუჭი ხარჯვაა და ორგანიზაცია დაუცველი რჩება რისკების სინაშე. გადადგით ნაბიჯი უსაფრთხოებისკენ, შეუკვეთეთ ჩვენი სერვისი შრომის უსაფრთხოების დონის ასამაღლებლად, მოდით კანონთან შესაბამისობაში, გაიუმჯობესეთ სამუშაოს ეფექტურობა, ორგანიზაციის კონკურენტუნარიანობა და იმიჯი.

 

მომსახურება შესრულდება ქვეყანაში მოქმედი მარეგულირებელი დოკუმენტაციის შესაბამისად. ჩვენი ექსპერტები რეგულარულად აქცენტს გააკეთებენ შემდეგ მიმართულებებზე:

 

• შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის შემუშავება;

• შრომის უსაფრთხოების დებულების და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტაციის ჩამოყალიბება და პერიოდული რევიზია – მოქმედ და განახლებულ საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობაში ყოფნასთან დაკავშირებით ცვლილებების მომზადება;

• სისტემატური და შემოქმედებითი მიდგომა ორგანიზაციაში შრომის უსაფრთხოების

• საევაკუაციო ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზებისთვის საჭირო დოკუმენტაციის შემუშავება, პეროსნალის დატრენინგება და სავარჯიშოების რეგულარული ჩატარება;

• ავარიულ და საგანგებო სიტუაციებზე სამოქმედო გეგმის შემუშავება, დოკუმენტირება და პერიოდული განახლება. პერსონალის დატრენინგება. თეორიული და პრაქტიკული სავარჯიშოების ჩატარება;

• სამუშაოსთან დაკავშირებული, პროფესიონალური დაავადებების გამომწვევი ფაქტორების დადგენა, შემთხვევების მოკვლევა რეგისტრაცია და ანგარიშგების პროცედურების დადგენა-დოკუმენტირება-დატრენინგება;

• საფრთხეების იდენტიფიცირება და რისკის შეფასება;

• დასაქმებულთა ინდივიდუალური დაცვის საშუალებების საჭიროების დადგენა, მათი მოვლა პატრონობის, გამოყენების და გამოცვლის წესის დადგენა;

• სწავლებების გეგმის მომზადება. ინსტურქტაჟების სახეობების, მოცულობის, ჩატარების მეთოდოლოგიიის და პერიოდულობის განსაზღვრა;

• შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის მართვის სისტემის აუდიტების პროგრამის შემუშავება. სისტემის პერიოდული განხილვა და გაუმჯობესების ღონისძიებების განსაზღვრა;

• შესაბამისი უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის  ISO 45001-ის აღების სურვილის შემთხვევაში, ორგანიზაციის მომზადება წინასასერთიფიკაციო შეფასების აუდიტისთვის.

 

გთავაზობთ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სააბენონტო მომსახურებას. სააბონენტო სამუშაო მოიცავს ორგანიზაციის შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის სისტემის დანერგვას და მართვას. სამუშაობეი მოიცავს ორგანიზაციის შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის, დებულების, ისნტრუქციების და სხვა სახელმძღვანელო და სისტემის ოპერირების დოკუმენტაციის შედგენას. ასევე სამუშაო გარემოს, პროცესებისა და პროცედურების შეფასებას საფრთხის იდენტიფიცირების და რისკის შეფასებისთვის.

სხვა სერვისები

ტრენინგები

მოითხოვე კონსულტაცია

გაქვთ კითხვები? ჩვენი წარმომადგენელი ამომწურავ პასუხებს მოგაწვდით

en_USEN

მენიუ

მისამართი

ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N#14, მე-4 სართული

ელ.ფოსტა

info@safetyacademia.ge

ტელეფონი

+995 577 04 48 00
+995 577 04 48 47