Shock Absorbing Lanyard and Safety Harness Equipment. Work at Height Safety. Caucasian Contractor on a Steel Building Frame.

სიმაღლეზე უსაფრთხოდ მუშაობა

კატეგორია:
ტრენინგები

OSH Academy გთავაზობთ ტრენინგს – ,,სიმაღლეზე უსაფრთხოდ მუშაობა“.

 

ტრენინგი განკუთვნილია:

  • დასაქმებული პირებისთვის, რომლებსაც უწევთ სიმაღლეზე მუშაობა,
  • სამუშაოების ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი პირებისთვის,
  • შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის,
  • ორგანიზაციის ხელმძღვანელებისთვის/დირექტორებისთვის, რომელთ დასაქმებული პირებიც მუშაობენ სიმაღლეზე,
  • მენეჯერული რგოლის წარმომადგენლებისთვის, რომლის დაქვემდებარებაში მყოფი პირებიც მუშაობენ სიმაღლზე,
  • დასაქმებულთა წარმომადგენლებისთვის,
  • ნებისმიერი სხვა დაინტერესებული პირისთვის.

 

ტრენინგი ტარდება ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს მთავრობის 477-ე დადგენილების (სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე)-ის საფუძველზე და არა მხოლოდ.

 

ტრენინგის სტანდარტული მოდულის ხანგრძლივობა – 8 საათი.

ასევე, დაინტერესების შემთხვევაში, შესაძლებელია აღნიშნული ტრენინგის კონკრეტული სპეციფიკის ორგანიზაციაზე და მის საჭიროებებზე მორგება.

 

ტრენინგი შესაძლებელია ჩატარდეს, როგორც დისტანციურ, ასევე არადისტანციურ ფორმატში, ქვეყანაში მოქმედი ყველა რეგულაციის დაცვით.

 

ტრენინგის დასრულების შემდგომ გაიცემა სერტიფიკატი. სერტიფიკატის ასაღებად აუცილებელია:

  • მსმენელი სრულყოფილად დაესწროს ტრენინგს,
  • ტრენინგის დასრულების შემდეგ წარმატებით ჩააბაროს საგამოცდო ტესტი. ტესტი წარმატებით ჩაბარებულად ითვლება თუ მსმენელი შეკითხვების მინიმუმ 70%-ს გასცემს სწორ პასუხს.

 

ტრენინგს უძღვებიან შრომის უსაფრთხოების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, მაღალკვალიფიციური ტრენერები.

 

ტრენინგის ღირებულება დგინდება ინდივიდუალურად, დაინტერესებული ფიზიკური პირებისთვის ან/და კომპანიებისთვის.

 

დაინტერესებული პირები რეგისტრაციისთვის ან/და დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 599 708 335 / geoosha@gmail.com / info@oshacademy.ge

სხვა ტრენინგები

სერვისები

მოითხოვე კონსულტაცია

გაქვთ კითხვები? ჩვენი წარმომადგენელი ამომწურავ პასუხებს მოგაწვდით

en_USEN

მენიუ

მისამართი

ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N#14, მე-4 სართული

ელ.ფოსტა

info@safetyacademia.ge

ტელეფონი

+995 577 04 48 00
+995 577 04 48 47