ხარაჩოების აწყობის მოთხოვნები, ორგანიზება და პრაქტიკა
კატეგორია:
ტრენინგები
OSH Academy გთავაზობთ ტრენინგს – ,,ხარაჩოების აწყობის მოთხოვნები, ორგანიზება და პრაქტიკა“.
ტრენინგი განკუთვნილია:
- ზედამხედველი პირებისთვის, რომლებიც უშუალოდ მეთვალყურეობენ ხარაჩოების უსაფრთხო ექპულატაციას.
- დასაქმებული პირებისთვის, რომლებსაც უშუალოდ ევალებათ ხარაჩოების აწყობა/დემონტაჟი.
- დასაქმებული პირებისთვის, რომლებსაც უშუალოდ უწევთ ხარაჩოებზე მუშაობა.
- შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის,
- სხვა დასაქმებული პირებისთვის,
- დასაქმებულთა წარმომადგენლებისთვის,
- ნებისმიერი სხვა დაინტერესებული პირისთვის.
ტრენინგის სტანდარტული მოდულის ხანგრძლივობა – 8 საათი (6 საათი თეორიული ნაწილი + 2 საათი პრაქტიკული ნაწილი). ტრენინგის ხანგრძლივობა შესაძლებელია დაკორექტირდეს ორგანიზაციის მოთხოვნების და 1 ჯგუფში მსმენელების რაოდენობის შესაბამისად.
ტრენინგი შედგება თეორიული და პრაქტიკული ნაწილებისგან.
- ტრენინგის თეორიული ნაწილი შესაძლებელია ჩატარდეს, როგორც დისტანციურ, ასევე არადისტანციურ ფორმატში, ქვეყანაში მოქმედი ყველა რეგულაციის დაცვით.
- ტრენინგის პრაქტიკული ნაწილი შესაძლებელია ჩატარდეს მხოლოდ არადისტანციურ ფორმატში.
ტრენინგის დასრულების შემდგომ გაიცემა სერტიფიკატი. სერტიფიკატის ასაღებად აუცილებელია:
- მსმენელი სრულყოფილად დაესწროს ტრენინგს,
- ტრენინგის დასრულების შემდეგ წარმატებით ჩააბაროს საგამოცდო ტესტი. ტესტი წარმატებით ჩაბარებულად ითვლება თუ მსმენელი შეკითხვების მინიმუმ 70%-ს გასცემს სწორ პასუხს.
- იმ შემთხვევაში, თუ მსმენელი ესწრება მხოლოდ თეორიულ ნაწილს (დისტანციური ან/და არადისტანციური ფორმით), აღნიშნულის შესახებ მითითება კეთდება სერტიფიკატში.
ტრენინგს უძღვებიან შრომის უსაფრთხოების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, მაღალკვალიფიციური ტრენერები.
ტრენინგის ღირებულება დგინდება ინდივიდუალურად, დაინტერესებული ფიზიკური პირებისთვის ან/და კომპანიებისთვის.
სხვა ტრენინგები
ხარაჩოების აწყობის მოთხოვნები, ორგანიზება და პრაქტიკა
სიმაღლეზე უსაფრთხოდ მუშაობა
შრომის უსაფრთხოება სამშენებლო სექტორში
სურსათის უვნებლობა და კვების ობიექტების უსაფრთხოება
HACCP და სისტემის დანერგვის საფეხურები
ავტოდამტვირთველის უსაფრთხოდ ოპერირება და პრაქტიკა
ავტოსატრანსპორტო უსაფრთხოება
სპეც. ტექნიკის უსაფრთხოდ ოპერირება
შეზღუდულ სივრცეში მუშაობა
ტრენერთა ტრენინგი