სახანძრო უსაფრთხოება
კატეგორია:
სერვისები
2015 წლის 23 ივლისს მთავრობამ გამოსცა სპეციალური ტექნიკური რეგლამენტი, რომლის დაცვაც სხვადასხვა ტიპის ობიექტებს, მათ შორის სასტუმროებს, საავადმყოფოებს, საწყობებს, ბენზინგასამართ სადგურებსა და სხვა ობიექტებს ევალებათ. ტექნიკური რეგლამენტი სახანძრო უსაფრთხოების წესების და პირობების შესახებ შეიცავს სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებს, რომლებიც სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ადგენენ ადამიანთა ქცევის, წარმოების ორგანიზების ან/და შენობა-ნაგებობების, სათავსების, ტერიტორიის მოვლა-პატრონობის
სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ორგანიზაციული ღონისძიებების მიზანია ობიექტებზე არსებული შესაძლო ხანძრის საფრთხეების გამოვლენა და პროაქტიული რეაგირება, პრევენცია, ხოლო ხანძრის შემთვევაში საგანგებო, კრიზისული გეგმის მიხედვით ზიანის მიყენების შემცირება.
სტანდარტების შესაბამისად ყველა ობიექტზე უნდა იყოს დადგენილი და დაცული ობიექტის სახანძრო უსაფრთხოების ცალკეული მოთხოვნები, რომლებიც სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ადგენს ადამიანის ქცევის, წარმოების ორგანიზების ან/და ორგანიზაციის, ობიექტის ტერიტორიის, შენობის, ნაგებობისა და სათავსის მოვლა-პატრონობის წესებს – სახანძრო საშიშროების შესაბამის ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმს. შენობებისათვის, რომლებშიც მუდმივად იმყოფებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, უნდა შემუშავდეს სახანძრო უსაფრთხოების სპეციალური წესები, აღნიშნული ობიექტების ექსპლუატაციის სპეციფიკისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული დაგეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტის გათვალისწინებით. ასევე, იმ ობიექტების ხელმძღვანელებმა, სადაც მუდმივად იმყოფებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ორგანიზება უნდა გაუწიონ თანამშრომლების მომზადებას ხანძრის გაჩენის შემთხვევაში მათ მიერ ადამიანთა ევაკუაციის უზრუნველყოფისათვის.
სახანძრო უსაფრთხოების წესების და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, ადამიანთა მასობრივი თავშეყრის და სართულზე 10 და მეტი ადამიანის სამუშაო ადგილის მქონე ობიექტებში, ასევე შენობებში, რომლებშიც მუდმივად იმყოფებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ყველა სართულზე საევაკუაციო გასასვლელებთან უნდა იქნეს გამოკრული ხანძრის დროს ადამიანთა ევაკუაციის გეგმა, რომლის შედგენის წესი მკაცრად არის განსაზღვრული.
შენობა-ნაგებობების ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემების ტექნიკური საშუალებების ეფექტური მუშაობის უზრუნველსაყოფად უნდა დაინიშნოს ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემების ექსპლუატაციაზე, ტექნიკურ მომსახურებაზე, მათ შეკეთებაზე, დაცვასა და გამოყენებისათვის მზადყოფნაზე პასუხისმგებელი. ჩვენ გთავაზობთ ასეთი სისტემების დაყენებას და მათ მომსახურებას. ინფორმაცია იხილეთ გვერდზე სააბონენტო მომსახურება. ასევე გთავაზობთ ექსპერტის ვიზიტს რომ განისაზღვროს თუ რა წონის, რა რაოდენობის და რა ტიპის ცეცხმაქრები გჭირდებათ მოთხოვნებიდან გამომდინარე. სურვილის შემთხვევაში ობიექტზე მოგაწვდით ცეცლხმაქრებს და ცეცხლმაქრების ინსპექტირების ბარათს.
სახანძრო უსაფრთხოების წესების შესაბამისად ობიექტის თანამშრომლები სამუშაოდ დაიშვებიან მხოლოდ სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლების შემდეგ. ჩვენ გთავაზობთ სახანძრო უსაფრთხოების დაცვის წესების და საგანგებო მდომარეობისას მოქმედების დატრენინგებას. ტრენინგების ჩატარება შესაძლებელია ობიექტებზე განხორციელებით, ხანძარსაწინააღმდეგო ინსტრუქტაჟის მეთოდიკით, რომლის წესი და პერიოდულობა განისაზღვრება ობიექტის ხელმძღვანელის მიერ და სახანძრო უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტის (მთავრობის დადგენილება) მოთხოვნების გათვალისწინებით.
საწარმოო და სასაწყობო დანიშნულების ობიექტების სათავსების საევაკუაციო გასასვლელების კარებზე, ასევე გარე ტექნოლოგიურ დანადგარებზე უნდა იყოს გამოკრული ინფორმაცია ამ სათავსების ხანძარსაშიში და აფეთქება-ხანძარსაშიში კატეგორიის, აგრეთვე, ფეთქებადსაშიში ან/და ხანძარსაშიში ზონების კლასების შესახებ.
სახანძრო უსაფრთხოების წესების და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, შენობა-ნაგებობების და სათავსების ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების სისტემები, ხანძარსაწინააღმდეგო კარები, სარქველები, ლიუკები, სხვა დამცავი მოწყობილობები ხანძარსაწინააღმდეგო კედლებსა და გადახურვებში, ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებები (მათი არსებობის შემთხვევაში) მუდმივად უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში. გთავაზობთ სახანძრო უსაფრთხოების სისტემურ აუდიტს, რომ იყოთ ცნობიერად თქვენი ორგანიზაციის სახანძრო უსაფრთხოების სისტემის გამართულობის შესახებ. გამოვლენილი შეუსაბამობების შესაბამისად შემოგთავაზებთ ეფექტიან გეგმას სახანძრო უსაფრთხოების სისტემის გასაუმჯობესებლად, ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებების ინსტოლაციის, ინსტრუქტაჟების და საჭირო დოკუმენტაციის წარმოებისთვის.
ხანძრის პირობებში ევაკუაციის უზრუნველყოფისათვის პერსონალის მოქმედებების ინსტრუქციის შემუშავება ხდება ცხრილის სახით, სადაც მოყვანილია ხანძრის პირობებში პერსონალის მოქმედებების ჩამონათვალი, მათი თანმიმდევრობა, შემსრულებლები. ინსტრუქციაში ასევე აღინიშნება შენობაში ხანძრის შესახებ ადამიანებისათვის შეტყობინების წესი, ევაკუირებულების აღრიცხვის წესი. ჩვენ გთავაზობთ ხანძრის პირობებში ევაკუაციის უზრუნველყოფისათვის პერსონალის მოქმედებების ინსტრუქციების შემუშავებას.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ:
ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში − ფიზიკურ პირს;
ბ) მეწარმე სუბიექტისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შემთხვევაში − მეწარმე სუბიექტისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელებს.
თუ ობიექტს არ აქვს გამართული სახანძრო უსაფრთხოების სისტემა ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა რომელიც მუხლი 177-ით (სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევა და შეუსრულებლობა) რეგულირდება, ხოლო თუ ამ სამართალდარღვევას მოჰყვა ხანძარი და მის შედეგად ადამიანის ჯანმრთელობა დაზიანდა ეს უკვე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის მიხედვით, სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე. კოდექსის მიხედვით, აღნიშნულ შემთხვევაში პასუხისმგებლობა მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელ პირებს ეკისრებათ.