Construction workers on scaffolding

ხარაჩოების აწყობის მოთხოვნები, ორგანიზება და პრაქტიკა

კატეგორია:
ტრენინგები

OSH Academy გთავაზობთ ტრენინგს – ,,ხარაჩოების აწყობის მოთხოვნები, ორგანიზება და პრაქტიკა“.

 

ტრენინგი განკუთვნილია:

  • ზედამხედველი პირებისთვის, რომლებიც უშუალოდ მეთვალყურეობენ ხარაჩოების უსაფრთხო ექპულატაციას.
  • დასაქმებული პირებისთვის, რომლებსაც უშუალოდ ევალებათ ხარაჩოების აწყობა/დემონტაჟი.
  • დასაქმებული პირებისთვის, რომლებსაც უშუალოდ უწევთ ხარაჩოებზე მუშაობა.
  • შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის,
  • სხვა დასაქმებული პირებისთვის,
  • დასაქმებულთა წარმომადგენლებისთვის,
  • ნებისმიერი სხვა დაინტერესებული პირისთვის.

 

ტრენინგის სტანდარტული მოდულის ხანგრძლივობა – 8 საათი (6 საათი თეორიული ნაწილი + 2 საათი პრაქტიკული ნაწილი). ტრენინგის ხანგრძლივობა შესაძლებელია დაკორექტირდეს ორგანიზაციის მოთხოვნების და 1 ჯგუფში მსმენელების რაოდენობის შესაბამისად.

 

ტრენინგი შედგება თეორიული და პრაქტიკული ნაწილებისგან.

  • ტრენინგის თეორიული ნაწილი შესაძლებელია ჩატარდეს, როგორც დისტანციურ, ასევე არადისტანციურ ფორმატში, ქვეყანაში მოქმედი ყველა რეგულაციის დაცვით.
  • ტრენინგის პრაქტიკული ნაწილი შესაძლებელია ჩატარდეს მხოლოდ არადისტანციურ ფორმატში.

 

ტრენინგის დასრულების შემდგომ გაიცემა სერტიფიკატი. სერტიფიკატის ასაღებად აუცილებელია:

  • მსმენელი სრულყოფილად დაესწროს ტრენინგს,
  • ტრენინგის დასრულების შემდეგ წარმატებით ჩააბაროს საგამოცდო ტესტი. ტესტი წარმატებით ჩაბარებულად ითვლება თუ მსმენელი შეკითხვების მინიმუმ 70%-ს გასცემს სწორ პასუხს.
  • იმ შემთხვევაში, თუ მსმენელი ესწრება მხოლოდ თეორიულ ნაწილს (დისტანციური ან/და არადისტანციური ფორმით), აღნიშნულის შესახებ მითითება კეთდება სერტიფიკატში.

 

ტრენინგს უძღვებიან შრომის უსაფრთხოების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, მაღალკვალიფიციური ტრენერები.

 

ტრენინგის ღირებულება დგინდება ინდივიდუალურად, დაინტერესებული ფიზიკური პირებისთვის ან/და კომპანიებისთვის.

 

სხვა ტრენინგები

სერვისები

მოითხოვე კონსულტაცია

გაქვთ კითხვები? ჩვენი წარმომადგენელი ამომწურავ პასუხებს მოგაწვდით

ka_GEKA

მენიუ

მისამართი

ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N#14, მე-4 სართული

ელ.ფოსტა

info@safetyacademia.ge

ტელეფონი

+995 577 04 48 00
+995 577 04 48 47