სისტემის აუდიტი
კატეგორია:
სერვისები
უსაფრთხოების მართვის სისტემის აუდიტის ფუნდამენტალურ საზრუნავს წარმოადგენს ორგანიზაციაში შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის რისკების მართვის პრაქტიკის შეფასება. ჩვენ გთავაზობთ თქვენი ორგანიზაციის და თქვენი კონტრაქტორების აუდიტს, რაც საშუალებას მოგცემთ, პერიოდულად შეაფასოთ შესაბამისობა და რისკების მართვის სისტემა.
ჩვენ ასევე დაგეხმარებით დანერგოთ ან გააუმჯობესოთ თქვენი შრომის უსაფრთხოების სისტემა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. სისტემის დანერგვა რთული პროცესია, რომელის წარმატებისთვის აუცილებელი წინაპირობაა არსებულის მდგომარეობის შეფასება და სისტემის დანერგვის თუ გაუმჯობესების გეგმის მომზადება.
სისტემის დანერგვის გეგმის შესამუშვებლად ჩვენ გთავაზობთ თქვენი სისტემის ‘საბაზისო შეფასებას’ (Gap Analysis), რათა დაადგინოთ სხვაობა საკანომდებლო მოთხოვნებსა და ორგანიზაციაში არსებულ მდგომარეობას შორის. აუცილებელია შეფასდეს რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ დააკმაყოფილოთ კანონმდებლობის მოთხოვნები.
საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილების სურვილის შემთხვევაში ჩვენი ექსპერტები ასევე დახმარებიან შრომის უსაფრთხოების სტანდარტის მისაღებ სასერთიფიკაციო აუდიტისთვის მომზადებაში. საერთაშორისო სერთიფიკატი და გამართულად ფუნქციონირებადი სისტემა დადებითად იმოქმედებს თქვენი კომპანიის იმიჯსა და მომგებიანობაზე.
ორგანიზაციის წარმატების საწინდარი რისკების ეფექტურად მართვაა. აუდიტის საშუალებით ჩვენ დაგეხმარებით, გამოავლინოთ ის საფრთხეები, რაც უარყოფითად მოქმედებს თქვენი სისტმის ფუნქციონირებაზე.
დაგვიკავშირდით! ჩვენ დაგეხმარებით, მართოთ თქვენი შრომის უსაფრთხოების რისკები.