მიკროკლიმატის და ფიზიკური ფაქტორების გაზომვების სპეციალისტის კურსი
კატეგორია:
ტრენინგები
OSH Academy გთავაზობთ ,,მიკროკლიმატის და ფიზიკური ფაქტორების გაზომვების სპეციალისტის კურსს“.
ტრენინგი განკუთვნილია:
- შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის,
- პირებისთვის, რომლებიც უშუალოდ ჩართული არიან მიკროკლიმატის და ფიზიკური ფაქტორების გაზომვების ჩატარების პროცესში,
- პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებლები არიან კომპანიაში მიკროკლიმატის და ფიზიკური ფაქტორების მაჩვენებლების კონტროლზე და პრევენციაზე,
- შრომის უსაფრთხოების სისტემის მართვაში ჩართული ნებისმიერი პირისთვის,
- ორგანიზაციის ხელმძღვანელებისთვის, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია დასაქმებულ პირთა უსაფრთხოება და ჯანმრთელობა,
- საკითხით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის.
კურსის ხანგრძლივობა – 12 საათი.
ასევე, დაინტერესების შემთხვევაში, შესაძლებელია აღნიშნული კურსის კონკრეტული სპეციფიკის ორგანიზაციაზე და მის საჭიროებებზე მორგება.
კურსის მიზანი:
- მიკროკლიმატის და ფიზიკური ფაქტორების მნიშვნელობის გაცნობა და გააზრება.
- საკანონმდებლო მოთხოვნების გაცნობა.
- უფლება-მოვალეობების და პასუხისმგებლობების გაცნობა.
- მიკროკლიმატთან და ფიზიკურ ფაქტორებთან დაკავშირებით არსებული საფრთხეების, რისკების, მოსალოდნელი პროფესიული დაავადებების და გასატარებელი პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
- გაზომვების ჩატარების პრინციპების გაცნობა.
- პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.
ტრენინგი შესაძლებელია ჩატარდეს, როგორც დისტანციურ, ასევე არადისტანციურ ფორმატში, ქვეყანაში მოქმედი ყველა რეგულაციის დაცვით.
ტრენინგის დასრულების შემდგომ გაიცემა სერტიფიკატი. სერტიფიკატის ასაღებად აუცილებელია:
- მსმენელი სრულყოფილად დაესწროს ტრენინგს,
- ტრენინგის დასრულების შემდეგ მსმენელმა წარმატებით ჩააბაროს საგამოცდო ტესტი. ტესტი წარმატებით ჩაბარებულად ითვლება თუ მსმენელი შეკითხვების მინიმუმ 70%-ს გასცემს სწორ პასუხს.
ტრენინგს უძღვებიან შრომის უსაფრთხოების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, მაღალკვალიფიციური ტრენერები.
ტრენინგის ღირებულება დგინდება ინდივიდუალურად, დაინტერესებული ფიზიკური პირებისთვის ან/და კომპანიებისთვის.
დაინტერესებული პირები რეგისტრაციისთვის ან/და დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 599 708 335 / geoosha@gmail.com / info@oshacademy.ge