Agricultural machinery, a tractor collecting grass in a field against a blue sky. Season harvesting, grass, agricultural land. Selective focus

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ექსპლუატაცისას უსაფრთხოდ მუშაობის წესები

კატეგორია:
ტრენინგები

OSH Academy გთავაზობთ ტრენინგს – ,, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ექსპლუატაცისას უსაფრთხოდ მუშაობის წესები“.

 

ტრენინგის ხანგრძლივობა – ჯამში 7 საათი

  • სამსაათნახევარი ეთმობა თეორიულ სწავლებას.
  • სამსაათნახევარი ეთმობა პრაქტიკულ ნაწილს.

 

ტრენინგის სამიზნე აუდიტორია – ფიზიკური/იურიდიული პირები, რომლებიც მუშაობის პროცესში იყენებენ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას.

 

ჯგუფში მსმენელთა მაქსიმალური რაოდენობა – 7

 

ტრენინგის ჩატარების მიზანი

  • უსაფრთხოების წესების მნიშვნელობის გაცნობა და გააზრება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ექსპლუატაციის პროცესში.
  • ზოგადი უსაფრთხოების წესების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რაც დაკავშირებულია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ექსპლუატაციის პროცესთან.
  • ინფორმაციის მიწოდება იმ საფრთეების და რისკების შესახებ, რომელიც დაკავშირებულია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ექსპლუატაციასთან.
  • სპეც. ტანსაცმლის გამოყენების მნიშვნელობის და მათი მოვლა-პატრონობის წესების გაცნობა.
  • სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საგანგებო სიტუაციის სახეების და პირველადი გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

 

ტრენინგის დროს მსმენელების მიერ მიღებული თეორიული ცოდნა მტკიცდება ტრენინგის პრაქტიკული ნაწილის დროს.

 

ტრენინგის დასრულების შემდეგ მსმენელის მიერ მიღებული ცოდნა მოწმდება 2 მეთოდით:

პრაქტიკული გამოცდით.

  • ტრენინგის თეორიული ნაწილის დასრულების შემდეგ თითოეული მსმენელი:
  • პრაქტიკულად ავსებს შემოწმების კითხვარებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკასთან დაკავშირებით.
  • პასუხობს ტრენერის შეკითხვებს არსებული საფრთხეებისა და მოსალოდნელი რისკების შესახებ.
  • თითოეულ მსმენელს ეთმობა 20-30 წთ.

გამოცდის (ტესტირების) საშუალებით.

  • საგამოცდო ტესტი შედგება 10 დახურული შეკითხვისგან.
  • გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად მსმენელმა შეკითხვების მინიმუმ 70%-ს უნდა გასცეს სწორი პასუხი.

ორივე საგამოცდო ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელს გადაეცემა სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს მის მიერ წინამდებარე ტრენინგის წარმატებით გავლას.

 

ტრენინგით დაინტერესებული პირები დაუკავშირდით შპს ,,ნობლექს“-ს – https://agrosphere.ge/

სხვა ტრენინგები

სერვისები

მოითხოვე კონსულტაცია

გაქვთ კითხვები? ჩვენი წარმომადგენელი ამომწურავ პასუხებს მოგაწვდით

ka_GEKA

მენიუ

მისამართი

ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N#14, მე-4 სართული

ელ.ფოსტა

info@safetyacademia.ge

ტელეფონი

+995 577 04 48 00
+995 577 04 48 47