An accident in a warehouse. Woman performing cardiopulmonary resuscitation.

უბედური შემთხვევების, საშიში შემთხვევების და პროფესიული დაავადებების მოკვლევა

კატეგორია:
ტრენინგები

OSH Academy გთავაზობთ ტრენინგს – ,,უბედური შემთხვევების, საშიში შემთხვევების და პროფესიული დაავადებების მოკვლევა“.

 

ტრენინგი განკუთვნილია:

  • იმ პირებისთვის, რომლებიც შესაძლოა ჩართულნი იყვნენ უბედური შემთხვევების, პროფესიული დაავადებების, საშიში შემთხვევების მოკვლევის პროცესში,
  • ორგანიზაციის ხელმძღვანელებისთვის/დირექტორებისთვის,
  • მენეჯერული რგოლის წარმომადგენლებისთვის,
  • შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის,
  • დასაქმებულთა წარმომადგენლებისთვის,
  • დასაქმებული პირებისთვის,
  • ნებისმიერი სხვა დაინტერესებული პირისთვის.

 

ტრენინგის სტანდარტული მოდულის ხანგრძლივობა – 4 საათი.

ასევე, დაინტერესების შემთხვევაში, შესაძლებელია აღნიშნული ტრენინგის კონკრეტული სპეციფიკის ორგანიზაციაზე და მის საჭიროებებზე მორგება.

 

ტრენინგის ჩატარების საფუძველია ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-11/ნ (სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების აღრიცხვის წესის და ფორმის, მოკვლევის პროცედურებისა და ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე).

 

ტრენინგი შესაძლებელია ჩატარდეს, როგორც დისტანციურ, ასევე არადისტანციურ ფორმატში, ქვეყანაში მოქმედი ყველა რეგულაციის დაცვით.

 

ტრენინგის დასრულების შემდგომ გაიცემა სერტიფიკატი. სერტიფიკატის ასაღებად აუცილებელია:

  • მსმენელი სრულყოფილად დაესწროს ტრენინგს,
  • ტრენინგის დასრულების შემდეგ მსმენელმა წარმატებით ჩააბაროს საგამოცდო ტესტი. ტესტი წარმატებით ჩაბარებულად ითვლება თუ მსმენელი შეკითხვების მინიმუმ 70%-ს გასცემს სწორ პასუხს.

 

ტრენინგს უძღვებიან შრომის უსაფრთხოების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, მაღალკვალიფიციური ტრენერები.

 

ტრენინგის ღირებულება დგინდება ინდივიდუალურად, დაინტერესებული ფიზიკური პირებისთვის ან/და კომპანიებისთვის.

სხვა ტრენინგები

სერვისები

მოითხოვე კონსულტაცია

გაქვთ კითხვები? ჩვენი წარმომადგენელი ამომწურავ პასუხებს მოგაწვდით

ka_GEKA

მენიუ

მისამართი

ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N#14, მე-4 სართული

ელ.ფოსტა

info@safetyacademia.ge

ტელეფონი

+995 577 04 48 00
+995 577 04 48 47