ავტოდამტვირთველის უსაფრთხოდ ოპერირება და პრაქტიკა
კატეგორია:
ტრენინგები
OSH Academy გთავაზობთ ტრენინგს – ,,ავტოდამტვირთველის უსაფრთხოდ ოპერირება და პრაქტიკა“.
ტრენინგი განკუთვნილია:
- დამტვირთველის ოპერატორებისთვის,
- დამტვირთველის ოპერატორების საქმიანობაზე ზედამხედველი პირებისთვის,
- შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის,
- მენეჯერული რგოლის წარმომადგენლებისთვის,
- დასაქმებულთა წარმომადგენლებისთვის,
- ნებისმიერი სხვა დაინტერესებული პირისთვის.
ტრენინგის სტანდარტული მოდულის თეორიული ნაწილის ხანგრძლივობა – 4 საათი.
ტრენინგის პრაქტიკული ნაწილის ხანგრძლივობა – 2 საათი.
1 ჯგუფში მსმენელების დასაშვები მაქსიმალური რაოდენობა – 7 – 10 (სხვა შემთხვევაში გაიზრდება ტრენინგის ხანგრძლივობა).
ტრენინგი შედგება თეორიული და პრაქტიკული ნაწილებისგან.
- ტრენინგის თეორიული ნაწილი შესაძლებელია ჩატარდეს, როგორც დისტანციურ, ასევე არადისტანციურ ფორმატში, ქვეყანაში მოქმედი ყველა რეგულაციის დაცვით.
- ტრენინგის პრაქტიკული ნაწილი შესაძლებელია ჩატარდეს მხოლოდ არადისტანციურ ფორმატში.
ტრენინგის პრაქტიკული ნაწილის გასავლელად, აუცილებელია მსმენელმა იცოდეს ავტოდამტვირთველის მართვა (დამატებით, ასევე სასურველია შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა).
ტრენინგის დასრულების შემდგომ გაიცემა სერტიფიკატი. სერტიფიკატის ასაღებად აუცილებელია:
- მსმენელი სრულყოფილად დაესწროს ტრენინგს,
- ტრენინგის დასრულების შემდეგ წარმატებით ჩააბაროს საგამოცდო ტესტი. ტესტი წარმატებით ჩაბარებულად ითვლება თუ მსმენელი შეკითხვების მინიმუმ 70%-ს გასცემს სწორ პასუხს.
- იმ შემთხვევაში, თუ მსმენელი ესწრება მხოლოდ თეორიულ ნაწილს (დისტანციური ან/და არადისტანციური ფორმით), აღნიშნულის შესახებ მითითება კეთდება სერტიფიკატში.
ტრენინგს უძღვებიან შრომის უსაფრთხოების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, მაღალკვალიფიციური ტრენერები.
ტრენინგის ღირებულება დგინდება ინდივიდუალურად, დაინტერესებული ფიზიკური პირებისთვის ან/და კომპანიებისთვის.
დაინტერესებული პირები რეგისტრაციისთვის ან/და დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 599 708 335 / geoosha@gmail.com / info@oshacademy.ge